კოსტავას ქუჩის ძირითად მონაკვეთზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა
07 სექტემბერი, 2023
კოსტავას ქუჩის ძირითად მონაკვეთზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა. გზის დახაზვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით შეასრულეს.
გზის გამყოფი ზოლები, წყვეტილები, ისრები, სდექ ხაზები და ველობილიკი ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით დაიხაზა, რომლის მედეგობა (გამძლეობა) სამი წლის ვადით განისაზღვრება.