შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გეგმიური ინსპექტირება
26 აპრილი, 2016
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებული გეგმიური ინსპექტირებისას - შინდისში, ფონიჭალაში, მახათას მთასა და უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ გამოვლინდნენ სამართალდამრღვევი პირები , რომლებიც "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად დაჯარიმდნენ.
"ჩვენ, კვალავ განვაგრძობთ ქალაქის მასშტაბით ოცდაოთხ საათიან ინსპექტირებას, რის საფუძველზეც დღეს ოთხ სხვადასხვა რაიონში გამოვლინდნენ სამართალდამრღვევი პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე სამშენებლო, ინერტული ნარჩენების უკანონოდ განთავსებას ახორციელებდნენ. ჩვენი სამსახურის მიერ მათ გამოეწერათ საჯარიმო ოქმები და ასევე "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად აღნიშნულ სამართალდამრღვევ პირებს უმოკლეს ვადებში გაეგზავნებათ გაფრთხილების წერილი, რათა მათ მიერ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიების ნარჩენებისაგან დასუფთავება - წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობის სრული დაცვით სამართალდამრღვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ გატარდება განმეორებითი საჯარიმო სანქციები". - განაცხადა შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. 
შპს " თბილსერვის ჯგუფი" მოუწოდებს მოსახლეობას, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე : 2619050.
ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)