შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
გზის დახაზვის სამუშაოები
13 სექტემბერი, 2023
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, კალანდაძის ქუჩიდან გულიას მოედნამდე არსებულ მონაკვეთზე გზის დახაზვა მიმდინარეობს. სამუშაოები ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით სრულდება, რომლის მედეგობა (გამძლეობა) სამი წლის ვადით განისაზღვრება.

დაიხაზა შემდეგი საგზაო მონიშვნები: საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები, წყვეტილები, ისრები, „სდექ“ ხაზები, გზის გამყოფი ზოლები და ქვეითთა გადასასვლელი.

გზის დახაზვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით ასრულებენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)