შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ღამის ინსპექტირება
26 აპრილი, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. ღამის ინსპექტირების შედეგად „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის სხვადასხვა რაიონში რამოდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე.
„ჩვენს მიერ ღამის ინსპექტირებისას გამოვლენილ იქნა რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი, მინდა გავაფრთხილო ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე უკნონოდ განათავსებს სამშენებლო, ინერტულ ან სხვა სახის ნარჩენებს ჩვენს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად იქნებიან დაჯარიმებულნი.“ - განაცხადა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ. 
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსების ათამდე ფაქტს აფიქსირებს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)