ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა
14 ოქტომბერი, 2023
ბარნოვის ქუჩა N2-ის მიმდებარედ, გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო - 400 მმ-იანი გოფრირებული მილები და 14 ერთეული საკონტროლო-წვიმმიმღები ჭა დამონტაჟდა.
შესაბამისი სამუშაოები, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.