დღეს შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე და სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური, მოსკოვის გამზირზე არსებულ კომპაქტურ დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდნენ, სააღდგომო საჩუქრები გადასცეს და წინასწარ მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ორგანიზებით აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე მიმდინარეობს დასუფთავების აქცია.