სანიაღვრე ქსელის მოწყობა ვარკეთილის დასახლებაში
30 ოქტომბერი, 2023
ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში მშენებარე მულტიფუნქციური ცენტრის მიმდებარედ სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 300 და 500 მმ-იანი გოფრირებული მილები 130 გრძივ მეტრზე ეწყობა, ასევე, მონტაჟდება ოთხი საკონტროლო ჭა.
სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.