შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ახალი ტექნიკა
13 მაისი, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დასუფთავებისთვის განკუთვნილი ათი ერთეული სპეციალური აპარატი- მტვერსასრუტი შეისყიდა. აღნიშნული მტვერსასრუტები ქალაქის მასშტაბით პარკებსა და სკვერებში მომუშავე "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებს გადაეცათ, დღეიდან სპეც თანამშრომლები პარკების და სკვერების დასუფთავებას სპეციალური აპარატის-მტვერსასრუტის დახმარებით ახორციელებენ. 
"მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში განვაახელთ ტექნიკა, დამხმარე საშუალებები, რათა უფრო სწრაფად და ეფექტურად დავასუფთაოთ ქალაქი. ამ ყველაფერმა ერთად, რა თქმა უნდა, ის შედეგი უნდა მოგვცეს, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო დასუფთავებული და მოწესრიგებული გახდეს." - განაცხადა შპს "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ.
მტვერსასრუტებით ქალაქის დასუფთავება ასევე, მოსახერხებელი იქნება დედაქალაქში გამართულ სახალხო დღესასწაულებზე და მასშტაბურ ღონისძიებებზე.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)