ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები
23 მაისი, 2016
"თბილსერვის ჯგუფმა" კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ძველ თბილისში, ტურისტულ ზონაში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განათავსა. ადგილზე "თბილსერვის ჯგუფის" ტექნიკური დირექტორი დავით დოლიძე და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებაში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა. "თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, დაიცვან სისუფთავე და საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსონ სპეციალურ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.