სანიაღვრე ჭების წმენდისა და ქსელის რეცხვის სამუშაოები
15 ნოემბერი, 2023
ბოლო 10 დღის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ჭების წმენდისა და ქსელის რეცხვის სამუშაოები 110 მისამართზე განხორციელდა.
მათ შორის, სანიაღვრე კიუვეტები გაიწმინდა ლილოსა და ზემო ფონიჭალის დასახლებებში. შესაბამისი სამუშაოები, სპეცტექნიკის საშუალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.
ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.