გზის დახაზვის სამუშაოები კრწანისის ქუჩაზე
17 ნოემბერი, 2023
რეაბილიტირებულ კრწანისის ქუჩაზე გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს. 1100 გრძივ მეტრზე იხაზება გამყოფი ზოლები, ქვეითთა გადასასვლელები, „სდექ“ ხაზები, ისრები და სხვა საგზაო მონიშვნები.
სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. აღნიშნული გზა ორკომპონენტიანი ცივი და თერმო პლასტის საღებავით იხაზება, რომლის მედეგობა (გამძლეობა) მინიმუმ სამი წელია.
ასევე, კრწანისის ქუჩაზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გარე განათების ახალი ქსელი მოაწყეს - დამონტაჟდა 63 განათების ბოძი და LED სანათები.