სანიაღვრე ჭების წმენდისა და ქსელის რეცხვის სამუშაოები
25 ნოემბერი, 2023
მიმდინარე კვირის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით სანიაღვრე ჭების წმენდისა და ქსელის რეცხვის სამუშაოები 78 მისამართზე განხორციელდა.
მათ შორის, სპეცტექნიკის საშუალებით გაირეცხა გურამიშვილის გამზირზე, N12-N51 მონაკვეთში არსებული სანიაღვრე ქსელი.