შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
საგზაო მონიშვნების დახაზვა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე
30 ნოემბერი, 2023
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობიდან რუსთავის გზატკეცილამდე, 2500 გრძივ მეტრზე საგზაო მონიშვნების დახაზვა მიმდინარეობს.

სამუშაოები ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით სრულდება, რომლის მედეგობა (გამძლეობა) მინიმუმ სამი წლის ვადით განისაზღვრება. იხაზება გზის გამყოფი ზოლები, მოძრაობის მანიშნებელი კუნძულები, „სდექ“ ხაზები, ისრები და ქვეითთა გადასასვლელები.

გზის დახაზვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით ასრულებენ.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)