ინფრასტრუქტურული სამუშაოები
25 დეკემბერი, 2023
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისა და N51 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელ-ამოსასვლელები რეაბილიტირდა.
პროექტის ფარგლებში, შეიცვალა კედლის ფილები, კიბეები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები და დამონტაჟდა სანათები.
შესრულებული სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.