სანიაღვრე ქსელის სარემონტო სამუშაოები
11 იანვარი, 2024	
 
 
 ვახტანგ გორგასლის ქუჩა N3-ის მიმდებარედ სანიაღვრე მიმღები ჭების რეკონსტრუქცია განხორციელდა, ასევე, ძველი ამორტიზებული ცხაურები შეიცვალა. 
 
 მოეწყო შვიდი ერთეული ახალი ჩარჩო-ფილა, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე მოსული ჭარბი ნალექის შეუფერხებელ გატარებას უზრუნველყოფს. 
 
 სარეაბილიტაციო სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.