შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ხის საფეხმავლო ხიდი სრულად განახლდა
19 იანვარი, 2024
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული ხის საფეხმავლო ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნული ხიდი გმირთა მოედანს ვარაზის ხევთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, განახლდა მთლიანი კონსტრუქცია - შეიცვალა ხის მასალა, ახლით ჩანაცვლდა კიბის უჯრედები, მოაჯირები და ლითონის დეტალები.

შესრულებულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

„დავასრულეთ ხიდის რეკონსტრუქცია, რომელიც უსაფრთხოა და ვიზუალურადაც ძალიან კარგი ეირსახე აქვს. გარდა იმისა, რომ ამ საფეხმავლო ხიდით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები, ტურისტული დანიშნულებაც გააჩნია“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 415 000 ლარს შეადგენს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)