ახალი ტიპის ურნები ვაკის პარკში
05 თებერვალი, 2024
ვაკის პარკში თანამედროვე ტიპის ურნები და საფერფლეები განთავსდა. 100 ერთეული ურნა გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდა.
ურნის საკიდი რგოლი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, სადაც მოთავსებულია სპეციალური ხსნარით დამუშავებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი, რომლის საშუალებითაც არ ხდება მასზე ცხოველების ზემოქმედება.
ახალი ტიპის ურნები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.