მიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
29 მარტი, 2024
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციას ახორციელებს, რის გამოც გადასასვლელში ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილში დასრულდება.
ოთხივე ჩასასვლელში იცვლება ფილები, კიბის საფეხურები, პარაპეტები და მოეწყობა მოაჯირები; გასასვლელში შეიღებება ჭერი და კედლები, გამოიცვლება სანათები, ასევე, დამონტაჟდება ახალი აბრები.
მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.