შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი იცვლება
06 აპრილი, 2024
დიდი დიღმის დასახლებაში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, N6-დან N22-ის ჩათვლით მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ქსელის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ახალი ქსელი 520 გრძივ მეტრზე ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის დავალებით ვახორციელებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამუშაოების ფარგლებში, 500-600 მმ-იანი სანიაღვრე მილები და წვიმმიმღები ჭების დამაერთებელი 300 მმ-იანი ქსელი ეწყობა; იცვლება 24 საკონტროლო ჭა, ასევე, დამონტაჟდება 24 ერთეული ცხაური“ - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, თბილისის მერიას დაგეგმილი აქვს სკვერის მოწყობა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)