მდინარე დიღმულას გაწმენდის სამუშაოები
28 მაისი, 2024
მდინარე დიღმულას კალაპოტი უხვი ნალექის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასისა და ხე-მცენარეებისგან იწმინდება. გაწმენდის სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკის დახმარებით ახორციელებენ.
სამუშაო პროცესში ჩართულები იყვნენ კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე.
მდინარის კალაპოტთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულები არიან საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლები.