მდინარე დიღმულას კალაპოტი იწმინდება
31 მაისი, 2024
მდინარე დიღმულას გაწმენდის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. მდინარის კალაპოტი უხვი ნალექის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასისა და ხე-მცენარეებისგან იწმინდება.
დასუფთავებისა და გაწმენდის სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები სპეცტექნიკის დახმარებით ასრულებენ, ხეების, ასევე, დიდი ზომის ტოტების დამუშავებას კი საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს.