LED ფორუმი - ცირკულარული ეკონომიკა
08 ივნისი, 2024
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ ცირკულარული ეკონომიკის შესახებ პანელურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. მან კომპანიის საქმიანობის შესახებ ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლის საშუალებითაც საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
ცირკულარული ეკონომიკა პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას გულისხმობს, რომლის მიზანიცაა ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება.
ორდღიანი ფორუმი სახელწოდებით “ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“, თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება.