მიწისქვეშა გადასასვლელის სარემონტო სამუშაოები
11 ივნისი, 2024
რობაქიძის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ოთხივე ჩასასვლელში და გადასასვლელ გვირაბში განხორციელდა.
შეიცვალა კიბის საფეხურები, პარაპეტები, მოეწყო ახალი ცხაურები, გადასასვლელ გვირაბში შეიღება ჭერი და კედლები, გამოიცვალა სანათები და დამონტაჟდა ახალი ფირნიშები. მიწისქვეშა გადასასვლელის სიგრძე 92 მეტრია.
შესრულებულ სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.
მიწისქვეშა გადასასვლელში უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, 24-საათიანი მონიტორინგისთვის ვიდეოკამერები დამონტაჟდება.