კახა კალაძემ სპეცტექნიკის პრეზენტაცია გამართა
15 ივლისი, 2024
თბილისის მერმა კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი სპეცმანქანების პრეზენტაცია გამართა. ევროპული სტანდარტების სპეცტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში შეისყიდა, აღჭურვილია სპეციალური დანადგარებით და გამოიყენება სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის - დასუფთავებისთვის, ნარჩენების შეგროვებისა და პოლიგონზე განთავსებისთვის, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების გამართულობისთვის.
დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მიმართვის შემდეგ, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ დავით ფაჩულიასთან ერთად სპეცტექნიკა დაათვალიერა.