განახლებული მიწისქვეშა გადასასვლელები
26 ივლისი, 2024	
 
 
 დედაქალაქში მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია-განახლება გრძელდება. „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი რეაბილიტირდა. 
 
 ოთხივე ჩასასვლელში შეიცვალა ფილები, კიბის საფეხურები, პარაპეტები, აბრები, მოეწყო მოაჯირები და ცხაურები; გასასვლელში შესრულდა სამღებრო სამუშაოები, გამოიცვალა სანათები. ასევე, ვიდეომონიტორინგისთვის დამონტაჟდება კამერები.
 
 რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელებსაც. ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, აღნიშნულ გადასასვლელში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი.