შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილისის პარკებსა და ბაღებში გამწვანების სამუშაოები სრულდება
27 ივნისი, 2016
თბილისში პარკებისა და ბაღების გამწვანების საგაზაფხულო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სხვადასხვა ჯიშის, 40 მარადმწვანე ხე ირგვება 9 აპრილის ბაღში, ვაკის პარკში, დედა ენის ბაღსა და ვერის ბაღში. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან, მერიისა და „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
აქციის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფი“ 12 (სამმეტრიანი) ესპანურ სოჭს, 8 (ორმეტრიანი) ფორმირებულ ბზასა და 20 (ერთმეტრიანი) უთხოვარას ჯიშის ხეს რგავს.
„თბილისის სკვერებსა და პარკებში სრულდება საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები. დღეს ვატარებთ მონიტორინგს, იმისათვის, რომ ვნახოთ, რა გაკეთდა. მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის ყველა ძირითადი სკვერი და პარკი განახლებული და გამწვანებულია. ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ მოწესრიგებული გარემო დასვენებისა და გართობისათვის“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნულ ტერიტორიებზე, პირველ ეტაპზე, დაირგო ხეები და დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები, ახალი სარწყავი სისტემა და მწვანე გაზონი, დაიწყო შადრევნების რეაბილიტაცია.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, "თბილსერვის ჯგუფი" "9 აპრილის სახელობის ბაღის", "დედა ენის ბაღის", "დიღმის ტყე-პარკის", "ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის", "მზიურის პარკის", "რიყის პარკის", "თბილისის ზღვის პარკის", "ვაკის პარკის", "ვერის ბაღისა" და "ვეტერანთა ბაღის" მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)