ტბის მიმდებარე ფერდობები და ბილიკები დასუფთავდა
15 აგვისტო, 2024
თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა კუს ტბის მიმდებარე ფერდობები და ველობილიკები დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.
„ძალიან დასანანია, რომ ასეთ რეკრეაციულ ზონებშიც გვხვდება საყოფაცხოვრებო და ინერტული ნარჩენი. დედაქალაქის მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, არ დატოვონ ნარჩენი ასეთ სივრცეებში და მოათავსონ მხოლოდ ახლომდებარე კონტეინერებში. არ არის ამაში რაიმე სირთულე, უბრალოდ ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად ვაზიანებთ ასე გარემოს. გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ბუნებას და გარემოს, სადაც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
მსგავსი დასუფთავების აქციები თბილისის ათივე რაიონში ეტაპობრივად იგეგმება.