შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ვარკეთილში გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო
28 აგვისტო, 2024
ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 58 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი საყრდენი ბოძი და 696 ცალი პროჟექტორი დამონტაჟდა; ქსელის სიგრძე 3 200 მეტრია.

განათების ახალი სისტემა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ვარკეთილში ე.წ. ბაბლთაურების მოწყობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, რამაც სრულიად შეცვალა ამ ქუჩების იერსახე. სამომავლოდ მეორე ეტაპს დავიწყებთ, რომლის ფარგლებშიც კუპრაძის ქუჩის ბოლომდე და ზედგენიძის ქუჩაზე კიდევ 40-მდე ასეთივე განათების ბოძი დამონტაჟდება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 799 578 ლარს შეადგენს. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)