შპს "თბილსერვის ჯგუფმა" რიყის პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, რიყის ტერიტორიაზე დაიგო მწვანე გაზონი, მოეწყო საყვავილე თარგები და სარწყავი სისტემა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, "თბილსერვის ჯგუფი" - "9 აპრილის სახელობის ბაღის", "დედა ენის ბაღის", "დიღმის ტყე-პარკის", "ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღის", "მზიურის პარკის", "რიყის პარკის", "თბილისის ზღვის პარკის", "ვაკის პარკის", "ვერის ბაღის" და "ვეტერანთა ბაღის" მოვლა-პატრონობას განახორციელებს.