დღეს, შპს "თბილსერვის ჯგუფის" ადმინისტრაციული და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ. სისხლის უანგარო დონორთა აქცია, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური “ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.
აქციაში მონაწილეობის მიზანია, სისხლის ბანკისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსება.
"თბილსერვის ჯგუფი" მსგავს აქციებში მომავალშიც ჩაერთვება - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“.
#გაიღესისხლი