მორეცხვის სამუშაოები
19 იანვარი, 2025
ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მიწისქვეშა კონტეინერები და გადასასვლელები, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები.
მორეცხვის სამუშაოებში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 40 თანამშრომელი იყო ჩართული. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო.