სანიაღვრე ქსელის საექსპლუატაციო სამუშაოები
28 იანვარი, 2025
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სანიაღვრე ქსელების ექსპლუატაციისთვის საჭირო წმენდა-რეცხვის სამუშაოებს ყოველდღიურად ახორციელებენ.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით 24 მისამართზე გაირეცხა 6000-მდე გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი, 95 ლოკაციაზე გაიწმინდა 1155 ჭა, 11 მისამართზე გაიწმინდა 865 გრძივი მეტრი კიუვეტი, ასევე, შეიცვალა 3 ერთეული დაზიანებული ცხაური.