თუ გჭირდებათ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანე ნარჩენის გატანა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი მომსახურებით;
ამისათვის საჭიროა: დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე - www.tgservice.ge (საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში), შეავსოთ მონაცემები და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს ადგილიდან არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას.
მომსახურების საფასური ნარჩენის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება:
<1 მ³ - 9 ლარი
1-3 მ³ - 69 ლარი
3-5 მ³ - 149 ლარი
მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით - 032 2619050 .