განახლებული გმირთა მოედანი
04 აპრილი, 2025
გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო LED სანათებით - საერთო ჯამში, 68 განათების ბოძი დამონტაჟდა, აქედან 8 ერთეული მრავალსანათიანი ბოძი, ე.წ. ბაბლთაუერი; გვირაბებში არსებული განათება LED სანათებით ჩანაცვლდა; ასევე, პანდუსზე შეიცვალა მხატვრული მინათების ქსელი.
სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები შეასრულეს, აგრეთვე, თანამედროვე ტიპის ურნები დაამონტაჟეს.