,,თბილსერვის ჯგუფის''თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
24 სექტემბერი, 2021
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, ,,თბილსერვის ჯგუფის''თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში ამ დრომდე მუშაობენ. ქუჩები ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად წაქცეული ხეებისგან და ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ღონისძიებაში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის" დასუფთავების დეპარტამენტის 800-მდე თანამშრომელი. ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.