შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა
10 აგვისტო, 2022
ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩაატარა.

ღონისძიების ფარგლებში, დასუფთავდა ნორიოს აღმართი, ა. ჩიქობავას, ცაიშის, ნ. ხუდადოვის, ცხრა ძმის, პ. სააკაძის, მ. მამარდაშვილის, ფშავის, გ. ზაზიაშვილის, გ. მარუაშვილის, ლამის, რიყის, მ. ჩიტაიას, რ. დავითაშვილის, პ. ბაგრატიონის, დ. უზნაძის ქუჩები. აღნიშნული მისამართებიდან 190 მ³ საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი იქნა გატანილი.

სამუშაოების მიმდინარეობას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო.

ღონისძიებაში „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. ადგილზე 11 ერთეული სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)