შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა ცხელი ხაზის სამსახურში
07 დეკემბერი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის სამსახურში, საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის მიხედვით, ხარისხის მართვის სისტემა ინერგება. პროექტი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

შემუშავდა ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმები, შემოსული ზარების მონიტორინგის მექანიზმი, შეფასების სისტემა და მომწოდებელთა კონტროლის პროცესი.

სამუშაო პროცესში, SDC ჯგუფის კონსულტანტებთან ერთად, ჩართულები არიან ცხელი ხაზის სამსახურის მენეჯერები, ოპერატორები, რომლებმაც სხვადასხვა სახის ტრენინგი გაიარეს და მონაწილეობა მიიღეს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაში.

ISO 9001:2015 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტია, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის საქმიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)