სანიაღვრე კოლექტორის გაწმენდის სამუშაოები
21 მარტი, 2024
კრწანისის რაიონში, ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ქუჩა N14-ის მიმდებარედ 800 მმ-იანი სანიაღვრე კოლექტორის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
კოლექტორის სათავე ჩამოტანილი კლდოვანი ნაშალისგან იწმინდება, რის შემდეგაც სათავე ნაგებობა და დამცავი ბადე მოეწყობა.