შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები
05 ივლისი, 2024
მზიურის პარკის მიმდებარედ მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. კალაპოტი იწმინდება ლამისგან, ნაშალი მასისა და მიწისგან, გასუფთავდა ლელქაშისა და ამონაყრისაგან. ასევე, მოიჭრა მდინარის ნატანისგან წარმოქმნილი კუნძულები და ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.

შესაბამის სამუშაოებს სპეცტექნიკის საშუალებით შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ დღეს ღამის განმავლობაში მდინარის კალაპოტიდან გამოტანილი მასისა და ნარჩენების გატანას უზრუნველყოფს. აღნიშნული სამუშაოების გამო 6 ივლისს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ცალ მხარეს, იპოდრომიდან გმირთა მოედნის მიმართულებით.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)