მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა
13 სექტემბერი, 2024
ჩუღურეთის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა. გამწვანებული ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. ასევე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით კონტეინერებთან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენი დაასუფთავეს და ძველი ავეჯი გაიტანეს.
აქციაში თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ ასეთ რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:
1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი;
5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი;
10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი.
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.