სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია თავდადებულის ქუჩაზე
22 ნოემბერი, 2024
დიდი დიღმის დასახლებაში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, N6-დან N22-მდე მონაკვეთზე 520 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია გრძელდება. პირველ ეტაპზე 500-600 მმ-იანი დიამეტრის მილები მოეწყო, ამ დროისთვის კი წვიმმიმღები ჭების დამაერთებელი 300 მმ-იანი ქსელი ეწყობა. ასევე, 24 ერთეული საკონტროლო ჭა და ცხაური მონტაჟდება.
მიმდინარე სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო. სანიაღვრე ქსელის შეცვლა დეკემბრის პირველ ნახევარში დასრულდება. ასევე, შესაბამისი პროვაიდერი კომპანიები რეაბილიტაციას უტარებენ წყალსადენის, წყალარინებისა და გაზსადენის ქსელს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.