შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შერჩეული საკონსულტაციო კომპანიის (ერთობლივი საწარმო - ლიდერი ორგანიზაცია -  GWCC-Interival ZT GmbH&TBU GmbH&DG Consulting ltd) მიერ თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა (Feasibility Study)მოხდა, რომელიც განხორციელდა 2016 წლის ნოებრიდან 2017 წლის მაისის პერიოდში.

 
პროექტის შემადგენელი ძირითადი კომპონენტები:

  • ავტოპარკის განახლება, ძველი ავტომობილების შეცვლა და დაზიანებულების შეკეთება;
  • არსებული გადამტვირთი სადგურის განახლება;
  • ნაგავსაყრელი - ლიჩეტის სისტემის რეაბილიტაცია და რეცირკულაციის სისტემის მოწყობა;
  • ნაგავსაყრელი - გამორეცხვის სისტემის მოწყობა;
  • ნაგავსაყრელი - ლიჩეტის შესანახი აუზისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა/განახლება.

2018 წლის 27 ნოემბერს EBRD-მა დამატებით გამოყო გრანტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა შემდეგი პუნქტების განსახორციელებლად:

  • პროექტის განხორციელების მხარდაჭერა;
  • დაინტერესებულ პირთა ჩართულობის და მონაწილეობის პროგრამა;
  • მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგია.

ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, შეირჩა საკონსულტაციო კომპანია  Geo Consultants, რომელიც უზრუნველყოფს:
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას სამივე  კომპონენტზე; 
  • ტენდერის გამოცხადებას, შეფასებას და გამარჯვებულის გამოვლენას;
  • ტექნიკური ზედამხედველობას.

1) დაინტერესებულ პირთა ჩართულობის და მონაწილეობის პროგრამა: 

ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, შეირჩა საკონსულტაციო კომპანია  REC CAUCASUS (კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი), რომელიც დაინტერესებულ პირთა ჩართულობის და მონაწილეობის პროგრამას განახორციელებს. პროგრამის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ნარჩენების მართვის სფეროში და მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნება დაინტერესებულ პირთა ჩართულობის გეგმა (SEP), რომლის ეფექტურ განხორციელებასაც დაეფუძნება დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის პროგრამა.

2) მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგია

აღნიშნული დოკუმენტის შესამუშავებლად, საკონსულტაცო მომსახურების შესყიდვის მიზნით, ბანკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საკონსულტაციო კომპანია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეირჩა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედიაცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)